დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.

ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენის კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავიშრებით პირველი განცხადებები გაკეთდა, „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერმა ნაიგელ ფარაჯმა დღევანდელ დღეს დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის დღე“ უწოდა და პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც დარჩენის მომხრენი იყვნენ, რეფერენდუმის შედეგები „კატასტროფად“ შეაფასეს.