ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება

ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მზად არის და პრეზენტაცია თვის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში გაიმართება.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალები პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.