გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვაზე სახელმწიფო ბაჟი გაუქმდა

მოქალაქეებს გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა აღარ მოუწევთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გარდაცვალების მოწმობის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტის, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოთხოვისას.