აშშ-ში დასაქმებული ადამიანი ყოველთვიურად საშუალოდ 276 დოლარს ხარჯავს სამსახურში სიარულის შედეგად. ამის შესახებ კვლევა CareerBuilder-მა ჩაატარა, რომელმაც 3000-ზე მეტი დასაქმებული გამოკითხა.
რაში ხარჯავს დასაქმებული თანხას ყოველდღიურად? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირია: ძირითადად, სასუსნავში, სადილში, ყავაში, მგზავრობაში.
"იმის გააზრება თუ რამდენს ვხარჯავთ, დაგვეხმარება ბიუჯეტის დაზოგვაში. ასე მაგალითად, სამსახურში საკვები სახლიდან წაიღეთ, ყავის გარეთ ყიდვა შეწყვიტეთ და უფრო იაფფასიანი ტანსაცმელი იყიდეთ სამსახურისთვის", - აღნიშნავს CareerBuilder-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, როზმარი ჰაფნერი.
მაინც რაში იხარჯება თანხა თუ ვმუშაობთ? CareerBuilder-ი მოკლე ჩამონათვალს გვთავაზობთ:
1. მგზავრობა. თუ ჩვენ საკუთარი ავტომობილით ვმგზავრობთ მეტი გვეხარჯება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით - უფრო ნაკლები.
2. სადილი. თუ სახლიდან საკვები არ მიგვაქვს, გვიწევს მისი გარეთ ყიდვა. აშშ-ში კლევამ აჩვენა რომ გამოკითხულთა 72%-ს საჭმელი სახლიდან მიაქვს სამსახურში.
3. ძიძა. თუ დასაქმებულს ჰყავს შვილი, მას უწევს ძიძა აიყვანოს ან სპეციალურ დაწესებულებაში დატოვოს ბავშვი მანამ, ვიდრე ის მუშაობს, რაშიც გარკვეული თანხის გადახდა უწევს მშობელს.