ზუგდიდში "საჰაერო ტაქსი" გატესტეს

"საჰაერო ტაქსმა" ინგირის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა. ზუგდიდის გამგეობის ცნობით, სატესტო ფრენა თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით წარმატებით განხორციელდა.

აღნიშნული სერვისის დანერგვა საზაფხულო სეზონზე იგეგმება.

წყარო: რადიო "ათინათი"