რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მომდევნო დღეებში სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და შეღებვის) სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00-დან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.