„მარტვილის წყალი“ ივლისიდან ექსპორტზე ეგვიპტეში გავა

„მარტვილის წყალი“ ივლისიდან ექსპორტზე ეგვიპტეში გავა. როგორც საწარმოს დირექტორი ლაშა ნაჭყებია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ექსპორტთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კომპანია ქართულ ბაზარზე ორი თვის წინ გამოჩნდა.

საწარმოს დღიური წარმადობა დაახლოებით 15 ათასი ბოთლია. ლაშა ნაჭყებიას განმარტებით, საწარმო ამ ეტაპზე სრული დატვირთვით არ მუშაობს და ბაზრის ათვისებას ეტაპობრივად ახერხებს.

"მარტვილის წყალი" მაღაზიებში ნახევარი და ერთლიტრიანი ბოთლებით იყიდება. საწარმოს დირექტორის თქმით, მალე ბაზარზე "მარტვილის წყლის" 5 და 10-ლიტრიანი ბიდონებიც გამოჩნდება. 

ლაშა ნაჭყებიას ინფორმაციით, მომავალში კომპანია წყლის ჩამოსხმას მინის ბოთლებში აპირებს.

საწარმო მარტვილის რაიონ სოფელ ტალერში მდებარეობს. მასში ამჟამად 12 ადამიანია დასაქმებული.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე