როდის დასტაბილურდება ლარის კურსი? - ექსპერტები გამყარების ტენდენციის შემდეგ ლარის სწრაფ გაუფასურებას აფასებენ

გამყარების ტენდენციის შემდეგ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. სწრაფ გაუფასურებას ექსპერტების ნაწილი მეორე კვარტალში კომპანიების მიერ დოლარის მსხვილ შესყიდვას და საგარეო ვალდებულებების დაფარვას უკავშირებს. მათი თქმით, კურსის მერყეობა მოკლევადიანია და მისი დასტაბილურება უახლოეს ხანებში მოხდება. ექსპერტების ერთი ნაწილი კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებსა და კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებას ასახელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე