ნავთობის ფასი კვლავ ზრდას აფიქსირებს

შავი ოქროს ღირებულება დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ შედარებით დასტაბილურდა.

Brent-ის მარკის ფიუჩერსი დღეს დილით 17 ცენტით გაიზარდა და ბარელისთვის 48.58 აშშ დოლარი შეადგინა.

ამერიკული WTI მარკის ნავთობმა ასევე ზრდა დააფიქსირდა და ბარელისთვის 47,66 აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ანალიტიკოსები მიიჩნვენ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა შეზღუდულ გავლენას მოახდენს საწვავზე მსოფლიო მოთხოვნაზე.

„თუ ვივარაუდებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გამოიწვევს ქვეყნის მშპ-ს 2%-ით შემცირებას, მაშინ დიდ ბირტანეთში ნავთობზე მოთხოვნა სავარაუდოდ 1%-ით შემცირდება. ეს მსოფლიო მოთხოვნის 0,016%-ია, რაც საკმაოდ ცოტაა“, - აცხადებენ Goldman Sachs-ში.