თბილისში, სავაჭრო ცენტრ ”ჯითისი-ში” ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ”ჯითისი-ში” ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრის სახურავის 10-15 კვადრატული მეტრი დაიწვა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა იყო გამოძახებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.