მოაგვარებს თუ არა ბიუროკრატიულ პრობლემებს ბიზნესმომსახურების სივრცე? - სპეციალისტების რეკომენდაციები მთავრობას

მოაგვარებს თუ არა ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებს ხელისუფლების ახალი ინიციატივა, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე- მთავრობა ერთიანი სერვისცენტრის შექმნას გეგმავს, სადაც ბიზნესსექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი გაერთიანდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინიცირებული პროექტის ეფექტურობისთვის აუცილებელია გაერთიანებული სერვისით სარგებლობა რეგიონებშიც იყოს ხელმისაწვდომი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სერვისისთვის კონკრეტული ვადები დაწესდეს. ამასთან, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პროექტის ფარგლებში მეტი აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესზე უნდა გააკეთოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე