გორულ-ამერიკულ მაყვალსა და ჟოლოს ევროპის ბაზარზეც ელიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის შეუდარებელი ბაღები შეგვხვდა. აგრონომი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ პროექტს ერთი წლის განმავლობაში USAID-ი აფინანსებდა. კონტრაქტის პირობით, გამოყვანილი ნერგები თუ მიღებული მოსავალი დამფინანსებელს ეკუთვნოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მართვა მთლიანად პროექტის ავტორს გადაეცა. "კვირის პალიტრა" გიორგი კიკნაძეს ესაუბრა.

- მაყვლისა და ჟოლოს რამდენიმე ამერიკული ჯიში გვაქვს. მაყვლის ორი - ჩესტერი და ტრიპკოუ, ხოლო ჟოლოსი - ჟოზეფინა, ნოვა, კაროლინა და ჟაკლინი. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ყველა ჯიში უნაკლო ნაყოფს გვაძლევს.

ჩვენ ნერგებიც გამოგვყავს. ჟოლოს ნერგების დაწიდვნა აგვისტოშია შესაძლებელი, შემდეგ ის მიწაში ფესვს იდგამს. ჟოლოც და მაყვალიც ადვილად მოსავ­ლელია, არ სჭირდება სპეციალური ხსნა­რებით შეწამვლა და დამუშავება. გაზაფხულიდან აგვისტოს ბოლომდე მხოლოდ ვმარგვლავთ და ვასუფთავებთ.

- როგორ ნაყოფს იღებთ? ბიოდანამატები სჭირდება?

- ამ ჯიშებს კარგი ნაყოფი აქვს. თავდაპირველად ახალი ნერგის ნაყოფს სიმჟავე დაჰკრავდა, მერე, როცა ნერგები მოძლიერდა, ნაყოფიც უფრო დატკბა. შხამქიმიკატებს არ ვიყენებთ. გასხვლის შემდეგ იწყება მისი გაბმა, რათა მცენარეს ფორმა მიეცეს. მავნებლები არ აწუხებს და ნაყოფი ისეთ

პერიოდში მოდის, რომ სეტყვაც არ აზიანებს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა გადახაბაძე