„თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ესწრებიან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ განაცხადა, მდგრადი ენერგეტიკის კვირეული მერების შეთანხმების ფარგლებში ყოველ წელიწადს ტარდება. მისივე თქმით, მერების შეთანხმების ფარგლებში 2010 წელს თბილისის მერიამ ხელი მოაწერა მერების შეთანხმებას, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს. იგი გულისხმობს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის C2 შემცირებას.

როგორც დედაქალაქის მერმა საუბრისას აღნიშნა, მერია აქტიურად მუშაობს გარეგანათების ენერგოეფექტურ სისტემაზე გადასაყვანად, ასევე სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობების, კერძოდ საბავშვო ბაღების და ა.შ. დავით ნარმანიას თქმით, ამ მიზნით, თანამედროვე ევროპულ გამოცდილებას ითვალისწინებენ.

მისივე თქმით, დღეს გაიხსნა 95-ე ბაღი, სადაც ბაღის სახურავზე მზის პანელებია დაყენებული, რაც საშუალებას მისცემს მზის ენერგია მიიღონ, რომელიც თბურ ენერგიად გადაიქცევა, ეს კი დაზოგავს ელექტროენერგიასა და გაზის ხარჯებს.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.