ნავთობის ფასი კვლავ ზრდას აფიქსირებს

ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ფიუჩერსი 1,4%-ით გაიზარდა და ბარელისთვის $47,82 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI მარკის ფიუჩერსის ღირებულებამ ასევე 1,4%-იანი ზრდა დააფიქსირა და ბარელისთვის $46,98 აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტების თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ნავთობის ბაზარზე კვლავ გაურკვევლობაა, თუმცა ბაზარი ფუნდამენტალურ ფაქტორებს უბრუნდება და აშშ-ში საწვავის მარაგის შესახებ მორიგ სტატისტიკურ მონაცემებს ელოდება.

საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შავ ოქროზე მოთხოვნისა და შემოთავაზების თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას შეზღუდული გავლენა ექნება, რადგან საწვავის მსოფლიო მომხმარებელთა სიაში დიდ ბრიტანეთს მხოლოდ მე-15 ადგილი უკავია.

შავი ოქროს გარდა, ზრდას აფიქსირებს იაპონიის ერთ-ერთი მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 225-იც. რაც შეეხება ისეთ მსხვილ ავტოკონცერნებს, როგორიცაა Toyota, Nissan და Honda, მათი აქციები კიდევ 2%-ით გაუფასურდა.