როგორ აისახება ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება გლობალურ ეკონომიკასა და საქართველოზე?

როგორ აისახება ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება გლობალურ ეკონომიკაზე და მოახდენს თუ არა ეს ფაქტი უშუალო გავლენას საქართველოზე - ექსპერტების შეფასებით, BREXIT-ი ყველაზე ნეგატიურად თავად ბრიტანეთის ეკონომიკაზე, მათ შორის, ქვეყნის საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალზე აისახება. ამასთან, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთში განვითარებული მოვლენები საბოლოო ჯამში მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება. რაც შეეხება BREXIT-ის გავლენას საქართველოზე, ექსპერტები მთავარ საფრთხედ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებას მიიჩნევენ. მათი თქმით, ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე