სოფლის მეურნეობის სამინისტროში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის, ღირებულებათა ჯაჭვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული მექანიზმი საინტერესო უნდა იყოს როგორც ფერმერებისთვის, ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით აიღონ დაბალპროცენტიანი სესხი.

,,აღნიშნული კონცეფცია ხელს შეუწყობს სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის კონსოლიდაციას, სტანდარტიზაციას, ერთიანი მარკეტინგული მოთხოვნების ჩამოყალიბებას, კოოპერაციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს“, - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, კომპანია ,,ბიზნესისა და ფინანსების საკონსულტაციო ცენტრის“ (BFC) პროექტის „აგროდაზღვევისა და დაფინანსების ხელშეწყობა საქართველოში (PAFAI)” საკრედიტო და რისკების მართვის ექსპერტმა ნინო ბერიშვილმა წარადგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა აგროდაზღვევისა და ღირებულებათა ჯაჭვის სრული მექანიზმის მართვას პროცესში ელექტრონული მართვის სისტემის ე.წ. სოფტის მეშვეობით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.