RSM Georgia Solutions-ი SAP-ის პარტნიორი გახდა საქართველოში

RSM Georgia-ს შვილობილი კომპანია, RSM Georgia Solutions-ი, SAP-ის სერტიფიცირებული პარტნიორი გახდა საქართველოში. RSM Georgia არის მსოფლიოში რიგით მე-6 აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის ადგილობრივი წარმომადგენლობა. პარტნიორობის საფუძველზე RSM Georgia Solutions-ს უფლება მიენიჭა, დანერგოს SAP Business One-ის პროგრამული გადაწყვეტილებები, მოახდინოს მათი ინტეგრაცია და გასცეს შესაბამისი ლიცენზიები. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დანერგონ ორგანიზაციების მართვის სისტემების (ე.წ. ERP სისტემები) მსოფლიოში პირველი ბრენდის, SAP-ის, გამოცდილი გადაწყვეტილებები მათი ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით.

SAP Business One-ი საშუალო და ზრდაზე ორიენტირებულ ბიზნესებს მზა გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ხოლო, მისი 500-ზე მეტი სპეციალური დამატებითი გადაწყვეტილება 25 დარგისთვის არის შექმნილი და ითვალსწინებს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას. SAP Business One-ი 150-ზე მეტ ქვეყანასა და 50 000-ზე მეტ კომპანიაშია დანერგილი და ერთიან სისტემაში აერთიანებს შემდეგ მოდულებს: ფინანსები, წარმოება, CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა), მარაგების მართვა, გაყიდვები, შესყიდვები, გადასახადები, ფულადი სახსრები, ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები. SAP Business One-ი მარტივი ვიზუალიზაციით უზრუნველყოფს ოპერატიული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რაც ხელს უწყობს კომპანიაში მართვის დონის ამაღლებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას. სისტემასთან წვდომა არის შესაძლებელი ონლაინ რეჟიმშიც, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

„RSM Georgia Solutions-ი მოხარულია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებსა და ორგანიზაციებს უკვე მათთვის ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ SAP Business One-ის სანდო გადაწყვეტილებები. ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები და გამოცდილი კონსულტანტები უზრუნველყოფენ SAP Business One-ის დეველოპმენტსა და ინტეგრაციას კონკრეტული სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით. RSM Georgia Solutions-ი და SAP Business One-ი ერთად იზრუნებენ იმაზე, რომ თქვენ მიერ ბიზნესის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ეფექტიანი“, - კომენტარი გააკეთა ბ-მა ლევან ქაჯაიამ, RSM Georgia Solutions-ის დირექტორმა.

“შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ SAP-ს საქართველოში უკვე ჰყავს სანდო პარტნიორი RSM Georgia Solutions-ის სახით, რომელმაც უკვე დაიწყო SAP Business One-ის სისტემების ქართულ ენაზე ადაპტირება და ადგილობრივ კანონმდებლობაზე მორგება. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ახალ პარტნიორს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და მომგებიანი იქნება, რადგან ვხედავთ საქართველოში არსებულ კომპანიებში SAP Business One-ის გადაწყვეტილებების განვითარების რეალურ შესაძლებლობას”, - განაცხადა ბ-მა მაქსიმ მატუაშმა, SAP-ის დირექტორმა CIS-ის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ SAP-ის მიერ შემუშავებული უახლესი ინოვაციური გადაწყვეტილებებია: მონაცემთა ბაზა - SAP HANA, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ანალიტიკას, მრავალფეროვან KPI მაჩვენებლებს ონლაინ რეჟიმში, ინფორმაციის ოპერატიულ ძებნას ნებისმიერი პარამეტრით (‘Google-like’ search) და, ასევე, SAP FIORI-ს, რომელიც წარმოადგენს ინტერფეისის შემუშავების თანამედროვე პლატფორმას, როგორც ე.წ. „დესკტოპ“, ასევე მობილური აპლიკაციებისთვის.

SAP Business One-ის ERP სისტემა არის შექმნილი მათთვის, ვისაც გააზრებული აქვს ბიზნეს საჭიროებები და ესმის, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის განვითარების სტრატეგიაში ერთიანი და ინტეგრირებული საოპერაციო სისტემა და მართვის გადაწყვეტილებები.

www.rsm.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

T: +995 (32) 2 558899

info@rsm.ge

lkajaia@rsm.ge

(R)