ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბორჯომში მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი 1 საათით გახანგრძლივდება

ბორჯომში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი 1 საათით გახანგრძლივდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინიციატივა 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს და ის არდაგანის, ლიკანის, ყვიბისის, ახალი უბნის, სოფელ კორტანეთისა და სოფელ ცემის ავტობუსებს შეეხებათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, საკურორტო სოფლებში ცემისა და ტიმოთესუბანში ავტობუსები შაბათ დღესაც იმოძრავებენ. გამგებლის განმარტებით, საკურორტო სეზონზე ტურისტებისა და დამსვენებლის ზრდასთან დაკავშირებით ყოველთვის აქტუალური ხდება ტრანსპორტის მოძრაობა, ინიციატივის მიხედვით, ბორჯომის დამსვენებელს გადაადგილება გვიანობამდე შეეძლება.