აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

”აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 177 406 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,000 პროცენტით, მაქსიმალური 7,290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,181 პროცენტით განისაზღვრა”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.