სოსო ფხაკაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ ”საქართველოს ბიზნესასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა, ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

იგი მიიჩნევს, რომ მომავალი კვირიდან შიდა სავალუტო ბაზარზე უფრო ნათელი სურათი უნდა ჩამოყალიბდეს.

”ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად საგარეო ფაქტორებმა ამაზე იმოქმედეს, სამწუხაროდ, არა მარტო ჩვენს ვალუტაზე. ვსაუბრობ, დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან უფრო ნათელი სურათი უნდა ჩამოყალიბდეს შიდა სავალუტო ბაზარზე და ის ტენდენცია, რაც აქამდე იყო კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, თოთოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შენარჩეულებული იქნას”, - განაცხადა ფხაკაძემ.