Vodafone-მა, შესაძლოა, შტაბბინა გაერთიანებული სამეფოდან გადაიტანოს

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფიჭური კავშირგაბმულობის ბრიტანულმა კომპანია Vodafone-მა, შესაძლოა, თავისი შტაბბინა გაერთიანებული სამეფოდან გადაიტანოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები არასასურველი შედეგით დასრულდება.

ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა განმარტა, რომ კომპანიისთვის ევროკავშირის შიგნით ადამიანების, კაპიტალისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებასთან წვდომის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Vodafone-ის შტაბ-ბინის სავარაუდო მდებარეობა ჯერ ცნობილი არ არის.

გაერთიანებულ სამეფოში Vodafone-ზე 13 ათასი ადამიანი მუშაობს.