Sony შექმნის რობოტს, რომელიც ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარებას შეძლებს

იაპონურმა Sony-მ ახალი გეგმა დააანონსა, რომლის თანახმად, კომპანია შექმნის რობოტს, რომელიც ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარებას შეძლებს.

ამის შესახებ Sony-ს გენერალურმა დირექტორმა კაძუო ჰირაიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ შექმნა სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც რობოტების შექმნაზე იმუშავებს.

კომპანიის ახალ იდეაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.