ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ჩვენ და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ უეცარი რყევები არ მოხდეს

ახლა მე რომ თქვენ გესაუბრებით, რა შეფასებას და განცხადებას გავაკეთებ, ლარის კურსზე, შეიძლება ამანაც კი გარკვეულწილად გავლენა იქონიოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აქვს არჩეული თავისუფალი, მცურავი რეჟიმი, ხოლო ლარის გაცვლით კურსზე გავლენა შეიძლება იქონიოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა.

„ახლა მე რომ თქვენ გესაუბრებით, რა შეფასებას და განცხადებას გავაკეთებ, შეიძლება ამანაც კი გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამანაც იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოქმედებს ასევე მოლოდინები. ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რყევები არ იყოს უეცარი და რაც შეიძლება შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ჩვენ და ეროვნული ბანკი ერთობლივად, ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ უეცარი რყევები არ მოხდეს“, - განაცხადა თაბუაშვილმა.