დიმიტრი მედვედევი - თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნის თაობაზე ზომების პაკეტის შემუშავების ბრძანება გასცა.

როგორც მთავრობის სხდომაზე მედვედევმა განაცხადა, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მედვედევის თქმით, რუსეთმა ასევე უნდა მოითხოვოს თურქეთისგან ტურისტების უსაფრთხოების გარანტიები.

როგორც გუშინ რუსული მედია წერდა, ვლადიმერ პუტინმა, თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თურქეთისთვის შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა.