სამტრედიაში განახლებული ხიდი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი, განახლებული ხიდი გახსნა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ხიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ტოლებსა და ბუღნარას აკავშირებს.

”ძველი ხიდი 2014 წელს წყალდიდობისას დაზიანდა. განახლებული ხიდით კი, ორი სოფლის 900-მდე მოსახლე ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხიდი უმოკლესი დამაკავშირებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთანაც”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 820 000 ლარია.