რა ფაქტორები იმოქმედებს დადებითად და რა უარყოფითად ზაფხულის ტურისტულ სეზონზე?

აქტიური ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების საკითხი აქტუალური ხდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განხორციელებული მარკეტინგული კამპანიებისა და დაგეგმილი ღონისძიებების გამო წლევანდელი ზაფხულის სეზონი ტურისტული ნაკადების კუთხით კარგი იქნება. ამასთან, მათი თქმით, საქართველოს კურორტებზე ტურისტების მოზიდვას მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარებაც შეუწყობს ხელს. თუმცა ამ ფონზე სპეციალისტების შეფასებით, ტურიზმის დარგში კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება, მათგან უმთავრესი კი სერვისებზე არსებული მაღალი ფასებია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე