პეკინის ქუჩა მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ სავაჭრო ქუჩად დასახელდა

თბილისში მდებარე პეკინის ქუჩა მსოფლიოში შემოსავლიანობის მხრივ ყველაზე პერსპექტიულ სავაჭრო ქუჩად დასახელდა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვეიცარიული კომპანიის Swiss Appraisal-ს სპეცალისტები. ამასთან ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საარენდო ფსონებზე და გარიგების თანხებზე დიდი წილი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

კვლევის ფარგლებში 200 ქვეყნის სავაჭრო მოედანი იქნა გაანალიზებული. სპეციალისტების შეფასებით, მხოლოდ 65 ქვეყანას აქვს რეალურად მაღალი გაყიდვის კორიდორები და მყარი ბაზარი. ქუჩის შემოსავლიანობა განისაზღვრებოდა იქიდან თუ რამდენ პროცენტ მოგებას აბრუნებდა შეძენილი ფართი წლის განმავლობაში თუ მას გააქირავებდნენ.

კვლევით ყველაზე შემოსავლიანი "სავაჭრო არტერია" თბილისში მდებარე პეკინის ქუჩაა - 9,9%. მეორე ადგილზე გავიდა თავადი მიხეილის ქუჩა ბელგრადში (9,1%), მესამეზე კიევის ხრეშატიკი (9%), მეოთხეზე მაკედონიის ქუჩა სკოპიაში (8,75%), მეხუთეზე კი მოსკოვის სტოლეშნიკოვის ქუჩა 8,5 პროცენტით.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოში  დაქირავების მხრივ ყველაზე მაღალი ფასები ნიუ იორკის მეხუთე ავენიუა, სადაც მაღზიის დაქირავება 1 კვ. მეტრი 38 200 დოლარი ღირს. გაყიდვის შემთხვევაში ერთი კვადრატი საშუალოდ 1,2 მილიონი დოლარი ღირს. იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების უმეტესობა ხელმისაწვდომი არაა, Swiss Appraisal-ს მხოლოდ ორ საჯარო გარიგების მაგალითი მოჰყავს კვლევაში.

კვლევის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება ნიუ იორკში შედგა. მედისონ ავენიუზე 414 კვადრატული მეტრის შენობა 83 მილიონ დოლარად გაიყიდა, მეორე ადგილზე კი მილანში, ვია მონტენეგროზე მდებარე "სვოჩის" მაღაზიის შენობაა, რომელიც 50 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე