7 ივლისიდან რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

რუსეთიდან თურქეთში ჩარტერული რეისები 7 ივლისიდან შესრულდება, - ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ცნობით, 7 ივლისიდან რუსეთიდან თურქეთში 17 ჩარტერული რეისი შესრულდება.

ჩარტერული რეისები ორ ქვეყანას შორის 2015 წლის 1-ელი დეკემბრიდან მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.