სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის კვირეული იმართება

თბილისში CSR კვირეული მიმდინარეობს. როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, კვირეულის ფარგლებში სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი CSR განსხვავებულ ღონისძიებებს გამართავს.

„1-9 ივლისს, თბილისში გაიმართება პირველი მასშტაბური ღონისძიება სოციალური პასუხსიმგებლობის მიმართულებით საქართველოში - CSR კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები, საინფორმაციო შეხვედრები და აქციები იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც მოიცავს თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ამით საქართველოს კორპორაციული პასუხისგებლობის კლუბი ასრულებს ერთწლიან მოღვაწეობას და გადადის მუშაობის თვისობრივად ახალ ეტაპსა და ფორმატზე“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირეულის ფარგლებში გუშინ, 1 ივლისს, ჩატარდა ტრენინგი - „გაერო-ს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების ვალდებულება“. 6 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა თემაზე: „შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“; 7 ივლსს გაიმართება საჯარო ლექცია - „თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა და ქართული პრაქტიკა“; ასევე, შეხვედრა თემაზე: „ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპელენტაცია“ (გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობით); 8 ივლისს შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება შეხვედრა თემაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში“; 9 ივლისს კი კლუბის საერთო კრება გაიმართება, რომელზეც ახალი წევრების დამატება მოხდება, რეიტინგების სისტემის პრეზენტაცია, სამომავლო გეგმების წარდგენა, წესდების დამტკიცება და გამგეობის ახალი შემადგენლობის არჩევა.

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“ გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.