Johnson&Johnson-ს 70 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა დაზარალებული ბიჭუნასთვის

კომპანია Johnson&Johnson-ს აშშ-ის სასამართლომ 70 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მცირეწლოვანი ბიჭუნასთვის, რომელსაც პრეპარატ „რისპერდალის“ მიღების შემდეგ სარძევე ჯირკვლები გაეზარდა.

კენესის შტატში მცხოვრები ანდრიუ იუნტის ადვოკატთა თქმით, 5 წლის ბიჭუნას გინეკომასტია Johnson&Johnson-ის ჯგუფში შემავალი კომპანია Janssen Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული პრეპარატი „რისპერდალის“ მიღების შემდეგ განუვითარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „რისპერდალის“ წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ 12 000 საჩივარია.