მილიარდერთა უცნაური ახირებები

ბევრი მილიარდერი ცნობილია სხვადასხვა ძვირად ღირებული, მათ შორის ხელოვნების ნიმუშებისა და ავტომანქანების იშვიათი კოლექციით.

თუმცა, ბევრ მათგანს უცნაური ახირებებიც აქვს, იქნება ეს ფულის კუპიურებისგან „თვითმფრინავების“ შექმნა თუ მეორადი ტანსაცმლის ყიდვა.

დევიდ როკფელერის მწერების კოლექცია

ბანკირი და მილიარდერი დევიდ როკფელერი ბრილიანტებისა და მწერების კოლექციით არის ცნობილი. 101 წლის ამერიკელი, რომლის ქონებაც „ფორბსის“ მონაცემებით, 3 მილიარდი დოლარია, ძველი და იშვიათი ბრილიანტების შეგროვებითაა გატაცებული. თუმცა, ასევე აქტიურად არის დაინტერესებული მწერების შეგროვებით. როკფელერის მწერების კოლექცია დაახლოებით 40 ათას სხვადასხვა სახეობის მწერს ითვლის.

რიჩარდ ბრენსონის ჰობი - სტიუარდესობა

Virgin Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟურობით. 2013 წელს ბრენსონმა რამდენიმე ხნით ავიაკომპანია AirAsia-ს სტიუარდესად იმუშავა და წითელ ქვედაბოლოსა და პიჯაკში გამოეწყო.

მარკ ცუკერბერგის ნაცრისფერი მაისურები

2015 წლის იანვარში „ფეისბუქის“ გვერდზე მარკ ცუკერბერგმა საკუთარი გარდერობის ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით - რა ჩავიცვა? ამერიკელი მილიარდერის გარდერობში ძირითადად ნაცირსფერი მაისურები ეკიდა. მარკ ცუკერბერგის ქონება 49,3 მილიარდი დოლარია.

ინგვარ კამპრადის მეორადი ტანსაცმელი

კორპორაცია „იკეას“ დამფუძნებელი, 90 წლის ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ მის ასაკში ფულის ხარჯვა სისულელეა. მილიარდერი მხოლოდ ეკონომ-კლასით დაფრინავს, ხმელეთზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. ერთ-ერთ ინტერვუში კამპარდი გამოტყდა, რომ ტანსაცმელს ე.წ. სექანდ ჰენდში ან ძველმანების ბაზრობაზე ყიდულობს.

ერლ სტაფორდი და ობამას ინაუგურაცია გაჭირვებულთათვის

ამერიკელმა ბიზნესმენმა ერლ სტაფორდმა მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რათა ობამას ინაუგურაციაზე გაჭირვებულები, ვეტერანები და მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები დაეპატიჟებინა. ყველა მათგანი სტაფორმა ვაშინგტონში, სასტუმრო „მარიოტში“ მოათავსა. სასტუმროს ფულის გარდა, მილიარდერმა ასევე დააფინანსდა მათი სტუმრობა საზეიმო ღონისძიებებსა და სადილებზე. ბიზნესმენმა ინაუგურაციაზე დაპატიჟებულ ღარიბებს თავად უქირავა სმოკინგები და საღამოს კაბებიც.