დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იქნება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.