"ტაჩის" თურქეთში მდებარე ქარხანა პროდუქციას სპეციალურად Hotsale-ის მომხმარებლებისთვის დაამზადებს

Hotsale-თან თანამშრომლობის შედეგად კომპანია ,,ტაჩის” გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც ,,ტაჩის” მარკეტინგის მენეჯერი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, Hotsale-ზე მათი პროდუქცია რამდენიმე თვეა აქტიურადაა წარმოდგენილი. კომპანია ფასდაკლებების საიტთან ოქტომბრიდან თანამშრომლობს.

,,გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ Hotsale-სთვის მუდმივად ვარჩევთ იმ პროდუქციას, რომელიც მისი მომხმარებლებისთვის, შესაბამისი სეგმენტისთვის იქნება მიღებული და გათვლილი”, - აღნიშნავს თეა ღონღაძე.

მისივე ინფორმაციით, ,,ტაჩის” თურქეთში მდებარე ქარხანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროდუქცია სპეციალურად Hotsale-ს მომხმარებლებისთვის შექმნას და ფასდაკლებების საიტზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია წარმოებაში ჩაუშვას. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეობს, რომ ორ კომპანიას შორის არსებული თანამშრომლობა ურთიერთხელსაყრელი და წარმატებული აღმოჩნდა.

,,ტექსტილი არ არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. ის მომხმარებელმა სეზონურად შეიძლება შეიძინოს. თუმცა Hotsale-ზე ჩვენი პროდუქციის ფასი იმდენად დაბალია, რომ თეთრეულს მაგალითად, სასაჩუქრედ ანიჭებენ უპირატესობას. ფასდაკლებების საიტზე განსაკუთრებული აქტიურობით სწორედ თეთრეული, ბალიშები და პირსახოცები იყიდება”, - აღნიშნავს "ტაჩის" მარკეტინგის მენეჯერი.

თეა ღონღაძის თქმით, მომხმარებელს აღნიშნულ ფასდაკლებების საიტზე პროდუქცია მინიმუმ 23%-ით და მაქსიმუმ 50%-ით უიაფდება. ხშირად კი ,,ტაჩის” თურქული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, პროდუქცია გასაყიდად მხოლოდ Hotsale-ზეა წარმოდგენილი და შოურუმში არ იდება.

თეა ღონღაძის ინფორმაციით, ,,ტაჩისა” და HOTSALE-ს თანამშრომლობა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ გაგრძელდება.

ქრისტინე გამთენაძე

(R)