ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 6 თვეში სოციალური პროგრამები 377 573 ლარით დააფინანსა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 6 თვეში სოციალურ პროგრამებზე 377 573 ლარი დაფინანსება გასცა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სოციალური პროგრამების ნახევარი წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად 784 495 ლარია გახარჯული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში გამგეობის სოციალურმა სამსახურმა 481 504 ლარი გასცა. მოქმედი 16 პროგრამის მიხედვით, დახმარება გაეწია 1 428 მოქალაქეს.

გამგებლის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ბენეფიციარებს.

მონაცემების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 302 991 ლარით დაფინანსება 913 მოქალაქემ მიიღო.