გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 1407 დაბალანაზღაურებად თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა

მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის-ცენტრების ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 40%-ით გაეზარდათ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, 1407-მდე სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად და სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

სახელფასო ზრდა კომპანიის მასშტაბით, მხოლოდ რეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდა.