"გინდ ყოფილა ეგ 20 ლარი, გინდ არა" - როგორ აფასებენ პენსიის გაზრდას პენსიონერები

საპენსიო ცვლილებები ძალაში შევიდა - ასაკობრივი პენსია 20 ლარით გაიზარდა და 180 ლარი გახდა. პენსია გაიზარდა შშმ პირებისთვისაც, მკვეთრად გამოხატული კატეგორიისთვის და 18 წლამდე შშმ პირებისთვის. ამასთან, 1-ლი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი გახდება. პენსიების საკითხი აქტუალურია წინასაარჩევნოდაც. უკვე ცნობილია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი დაპირება პენსიების ზრდას შეეხება. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 713 000 ასაკით პენსიონერია რეგისტრირებული, საპენსიო ანაზღაურებაზე კი წელს ბიუჯეტიდან მილიარდ 570 მილიონი ლარია გამოყოფილი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე