ჩინურმა Hanergy-მ მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანები გამოუშვა

ჩინურმა ენერგოკომპანია Hanergy-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი მანქანა წარადგინა.

დღის განმავლობაში მოძრაობისას მანქანები მზის ენერგიით იმუხტებიან. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მანქანები ლითიუმის აკუმულატორით არის აღჭურვილი, რისი მეშვეობითაც დამუხტვა ღრუბლებს მიფარებულ მზეზეც არის შესაძლებელი.

იდეალური ამინდისა და 5-6 საათის განმავლობაში დამუხტვის შემთხვევაში, Hanergy-ს ავტომობილი 80 კმ-ს გაივლის.