ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი უკრაინიდან ჩამოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 26,3% სწორედ უკრაინიდან დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი -18.1%, რომელსაც მოსდევს რუსეთი - 15.6%,-ით. ხუთეულში ბოლო პოზიციებს იკავებენ თურქეთი - 4%,-ით და სომხეთი 1.4%-ით.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან - ირანი (+400%), ინდოეთი (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%).

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია.