სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით დღეიდან ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, 4 ივლისიდან, სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.

”დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 93 44 44”, - აღნიშნავენ კომპანიაში.