"საირმე" და "საირმის წყაროები" საუდის არაბეთში ექსპორტზე გავიდა

მინერალური გაზირებული წყალი "საირმე" და წყაროს წყალი "საირმის წყაროები" საუდის არაბეთში ექსპორტზე გავიდა.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”საირმე მინერალ ვოთერსის” მარკეტინგის მენეჯერმა, ნინო გვანცელაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, "საირმე" და "საირმის წყაროები" საუდის არაბეთში უკვე რამდენიმე თვეა იყიდება.

”საუდის არაბეთთან საკმაოდ გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობაა დაგეგმილი”, - აცხადებს ნინო გვანცელაძე.

მისივე თქმით, გასულ წელს კომპანიამ ექსპორტი 4 ახალ ქვეყანაში განახორციელა, წელს კი მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

„კომპანიის საექსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ბაზრის დივერსიფიცირებაზე. გასულ წელს ექსპორტი 4 ახალ ქვეყანაში განვახორციელეთ, ესენია: თურქმენეთი, ყაზახეთი, მოლდოვა და ისრაელი. წელს მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანაში - ომანში, გაერთიანებულ ემირატებში, ერაყისა და ირანის ბაზარზე შესვლის თაობაზე. პროცესი განვითარების ეტაპზეა და წელს კომპანიის საექსპორტო ქვეყნების სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატება“, - აღნიშნავს ნინო გვანცელაძე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე