“ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი ”კახური ტრადიციული მეღვინეობაა”

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყველაზე მსხვილი შემომწირველი ”კახური ტრადიციული მეღვინეობაა”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ” ივნისში ”კახური ტრადიციული მეღვინეობისგან” შემოწირულობის სახით 120 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, 55 000 ლარი შესწირა ”ქართულ ოცნებას” ფიზიკურმა პირმა გიორგი ჯაბიძემ.

ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 028 420 ლარი ივნისში სწორედ ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.