Google-ის ყურსასმენები თარჯიმნებს ჩაანაცვლებს

კორპორაცია Google მუშაობს უსადენო ყურსასმენებზე, რომელთა საშუალებით მომხმარებლისთვის სხვადასხვა ენებიდან თარგმნილი ტექსტის მიწოდება სინქრონულად იქნება შესაძლებელი. 

პროექტ Google Brain-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის გრეგ კორადოს თქმით, დაახლოებით 10 წელიწადში უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთა შეკრება, რომლებიც ცოცხალი თარჯიმნების დაუხმარებლად შეძლებენ ერთმანეთის გაგებას და საუბარს.

მისივე განცხადებით, თარგმანი განხორციელდება ნეირონული ქსელის დახმარებით, ხოლო გახმოვანება მოხდება რობოტის ხმით, რომელიც არ განსხვავდება ადამიანის ხმისგან. კორადოს არ დაუკონკრეტებია, რა სახელწოდებას მიიღებს პროექტი, თუმცა დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე პროცესზე მუშაობა იდეის დონეზეა.

მსგავსი ტიპის „თარჯიმანზე“ მუშაობს კომპანია Microsoft-იც. გასულ წელს "მაიკროსოფტმა" Skype Translator გამოუშვა, რომელიც ტექსტებს ხმოვნად გარდაქმნის.

კოკა კვირკველია