დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

დარიალის ხეობაში საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს. აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.