საუდის არაბეთში ქართული მინერალური წყალი პირველად გაიყიდება

მიმდინარე წლის ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წყლის რეალიზაცია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი შედის სამეფოს 32 მილიონიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია Amlak Trading Est.

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ქართული პროდუქციის პოპულარიცაზია ხორციელდება და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა გადაეცა ქალაქ რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.