"ბანკ რესპუბლიკას" "ჰუალინგ ჯგუფი" ყიდულობს

ფრანგული ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოში მისი ფილიალის - "ბანკ რესპუბლიკის" საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ "სოსიეტე ჟენერალი" ავრცელებს.

როგორც ფრანგული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ "ჰუალინგ ჯგუფთან" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში - ბანკ რესპუბლიკაში აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.

"ჰუალინგ ჯგუფი მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის

რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი

ინვესტორია და ძირითადად მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა

მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი

ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა,

ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ასევე ფლობს ერთ-ერთ ბანკს, ბაზისბანკს

საქართველოში და ფინანსურ აქტივებს ჩინეთში.

აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ჰუალინგ ჯგუფის საბანკო ფრთის

გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში.

რასაკვირველია, ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენს ბანკ

რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნის

უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე,

დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61

ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით", - ნათქვამია "სოსიეტე ჟენერალის" განცხადებაში.

ფრანგული ჯგუფის ცნობით, შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალ გაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში დაახლოებით 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ ოპერაციას ჯგუფის კოეფიციენტებზე სულ მცირეოდენი ზეგავლენა ექნება.

"EBRD-ის წილი დაახლოებით 3.9% იქნება, ისიც დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს

წევრად და კვლავ იქნება საქართველოს საბანკო ბაზრის ერთგული ფინანსური

პარტნიორი.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ რესპუბლიკის და

ბაზისბანკის ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და

შესაბამისად საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე

რეგისტრაციას ჩინეთში", - ნათქვამია განცხადებაში.

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული საფინანსო ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 66 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 31 მილიონ კლიენტს ემსახურება.

„სოსიეტე ჟენერალი“ შეტანილია სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ

საინვესტიციო ინდექსებში. ესენია: დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსი (მსოფლიო

და ევროპა), FSTE4Good ინდექსი (მსოფლიო და ევროპა), „ევრონექსტ ვიგეო“ ინდექსი

(ევროპა, ევროზონა და საფრანგეთი), ESI Excellence ინდექსი Ethibel-ისგან (ევროპა)

და STOCIXX ESG ლიდერების 4 ინდექსი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე