რა ეწერა მეფეთ-მეფე თამარის ფულზე

1184 წელს გარდაიცვალა გიორგი III და მთელი ძალაუფლება მისი ქალიშვილის, თამარის ხელში გადავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში და მთელ ახლო აღმოსავლეთში, როცა სამეფო ტახტზე ქალი ავიდა. იმიერიდან თამარი მოიხსენიება საქართველოს მეფეთ-მეფისა და დედოფლის ტიტულით. პირველ მონეტას თამარი 1187 წელს ჭრის. ავერსზე განთავსებულია თამარის ხელრთვა (ფაქსიმილე) და ასომთავრული წარწერა. რევერსზე არაბულ ენაზე შესრულებული მედიდური ზედწერილია. საქართველოს არნახული ძლიერების სურათის აღდგენა ამ მონეტისbpn საშუალებითაც არის შესაძლებელი.

სპილენძის მონეტას აწერია: "იქნა ჭედაი ვერცხლისი". ეს არის კლასიკური მაგალითი ფულის იძულებითი კურსის დანერგვისა შუა საუკუნეების საქართველოში "ვერცხლის კრიზისის" დროს.

თამარის ეპოქაში საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, ფულის კურსიც მტკიცე ჰქონდა. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების უფრო მაღალ ეტაპზე გადაჰყავდა.

სპილენძი. თამარი (1184-1207, 1210, 1213). 1187 წ.

Av. თამარის ხელრთვა: "თამარ" და ქართული ზედწერილი: "სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407" (1187წ.).

bpn

Rv. არაბული ზედწერილი: "დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი. ღმერთის სახელით მოიჭრა ეს დირჰემი 583 წელს" (1187-1188).

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი