არბიტრაჟი, როგორც სასამართლოს ალტერნატივა ბიზნესდავების გადასაწყვეტად

არბიტრაჟი, როგორც სასამართლოს ალტერნატივა ბიზნესდავების გადასაწყვეტად - სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესდავების გადაწყვეტის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და არბიტრაჟის მექანიზმზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად ბიზნესდავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი უფრო ქმედითი გახდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე