სიახლე ბაკურიანში: კურორტზე დამსვენებლებს ახალი ატრაქციონი ე.წ. "მთის ციგა" დახვდებათ

ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით ხვდება. კურორტზე ახალი ატრაქციონი - ტობოგანი, ე.წ. "მთის ციგა" დამონტაჟდა. ატრაქციონი დიდველის ტერიტორიაზეა განთავსებული, ტრასის სასრიალო მანძილი კი 960 მეტრია. მსგავსი ატრაქციონი ამიერკავკასიაში ერთადერთია. ბაკურიანის დამსვენებელს მთის ციგით სარგებლობა 16 ივლისიდან შეეძლება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე