Aston Martin-მა და Red Bull-მა ჰიპერქარი წარმოადგინეს

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Aston Martin-მა და ფორმულა 1-ის ავსტრიულმა საჯინიბომ Red Bull Racing Formula One-მა ერთობლივი კონცეპტუალური ჰიპერავტომობილი წარადგინეს.

1000 ცხენის ძალის მქონე „ჰიპერქარის“ღირებულება 2,5-4 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. სერიული მოდელის გაყიდვების დაწყება კი 2019 წელს იგეგმება.

ორადგილიანი ავტომობილი, რომლის კოდური სახელწოდება AM-RB 001-ია, სერიულ წარმოებაში შეზღუდულად გამოვა და მხოლოდ 99-150 ერთეული გაიყიდება.

კომპანია "ასტონ მარტინის" ხელმძღვანელის ენდი პალმერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 150 ერთეულია წარმოებული, ავტომობილზე მოთხოვნამ უკვე 370 ერთეულს მიაღწია.

კოკა კვირკველია