თბილისელ მოსწავლეებს უფასო იდენტიფიცირებული სამგზავრო ბარათები დაურიგდებათ

თბილისელ მოსწავლეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობისთვის იდენტიფიცირებული სამგზავრო ბარათები დაურიგდებათ.

ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. აღნიშნული საკითხი მერიის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჩივიაშვილის თქმით, მერიის დღევანდელი განკარგულება მოსწავლეების კატეგორიას ეხება.

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ამ კატეგორიაზე „საქართველოს ბანკი“ პლასტიკური ბარათების გაცემას დაიწყებს. მოსწავლეებს იდენტიფიცირებული ბარათები გადაეცემათ, რაც აქამდე არ იყო. ჩივიაშვილის განცხადებით, თითოეულ ბარათზე მოსწავლის რეკვიზიტი იქნება დატანილი და ისინი ამ ტიპის ბარათებით ისარგებლებენ.